ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომში უკრაინის დაღლის სტრატეგია აირჩია
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომში უკრაინის დაღლის სტრატეგია აირჩია

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ომში უკრაინის დაღლის სტრატეგია აირჩია.

„შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ შეეშვებიან უკრაინის მხარდაჭერას, მე ამის რეალურ შესაძლებლობას ვხედავ“, – განაცხადა შიმონიტემ.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ გზით პუტინი ცდილობს, გავლენა მოახდინოს უკრაინისადმი დახმარების ტემპისა და მასშტაბის შემცირებაზე.

შეგახსენებთ, გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ალექსეი მაკეევმა კონტრშეტევის ნელი ტემპის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ დასავლეთიდან იარაღის მიწოდების ნელი ტემპი დაასახელა.

ასევე, ევროკომისარმა ვირგინიუს სინკიავიჩუსმა თქვა, რომ მემარჯვენე ძალები ევროკავშირის მომავლის და უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერისთვის უდიდესი საფრთხეა.