ლიეტუვის პრემიერი - აგვისტოს ომი დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას
ლიეტუვის პრემიერი - აგვისტოს ომი დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე „ტვიტერზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.

ლიეტუვის პრემიერის თქმით, ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას.

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას რუსეთის დაგმობაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს პრემიერი.