ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არის აღიარებული
ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არის აღიარებული

ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არის აღიარებული. შესაბამის დოკუმენტს ლიეტუვის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უნდა იყოს აღიარებული უკრაინელი ხალხის გენოციდად.

„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები წინასწარ განზრახვით და სისტემატიურად ირჩევენ სამოქალაქო ობიექტებს დაბომბვების სამიზნედ, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ჩადის ტერორისტულ აქტებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დეპუტატები ასევე გამოვიდნენ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რომელმაც უნდა შეაფასოს რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებში დამნაშავეების სისხლის სამართლებრივი დევნა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ესტონეთმა და ლატვიამაც აღიარეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი გენოციდად.