ლიეტუვის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა
ლიეტუვის ნაკრების ყოფილი ფორვარდი არტურას რიმკიავიჩუსი 24 სექტემბრის ღამით კაუნასის რაიონში გარდაცვლილი იპოვეს.
პორტალ LRT-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა.
ლიეტუვის ეროვნულ გუნდში რიმკიავიჩუსმა შვიდი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ფორვარდს ეკუთვნის რეკორდი ქვეყნის ერთ ჩემპიონატში გოლების რაოდენობით – 2012 წელს, „შიაულიაში“ თამაშისას, რიმკიავიჩუსმა 35 გოლი გაიტანა და ქვეყნის საუკეთესო ფებურთელის პრიზიც მიიღო. სულ ლიეტუვის ჩემპიონატში მან 205 მატჩი ჩაატარა და 117 გოლი გაიტანა.
მას ასევე უთამაშია ლატვიის, ფინეთის, საბერძნეთისა და ბრუნეის ჩემპიონატებში. 2016 წელს, ტრავმების გამო კარიერა დაასრულა და ბავშვთა მწვრთნელი გახდა.