ლიეტუვის მთავრობამ ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს
ლიეტუვის მთავრობამ ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს

ლიეტუვის მთავრობამ ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს. შესაბამისი განცხადება საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ გააკეთა.

„ამ საკითხს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვხილავთ. ლიეტუვის პრეზიდენტი ჩეხეთის გადაწყვეტილებას სრულად უჭერს მხარს“, – განაცხადა ასტა სკაისგირიტემ.

შეგახსენებთ, ორშაბათს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ჩეხეთის დაზვერვის შეფასებით, ისინი ჯაშუშურ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.