ლიეტუვის კულტურის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკუთვნის ყირიმი, არ უპასუხა – „ეს პროვოკაციული კითხვებია, არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ“

14:59, 03.10.2025

ლიეტუვის კულტურის მინისტრმა, იგნოტას ადომავიჩუსმა არ უპასუხა კითხვას, ვის ეკუთვნის ყირიმი.

ადგილობრივი მედიის თანახმად, კითხვაზე, ვის ეკუთვნის ყირიმი, ლიეტუვის კულტურის მინისტრმა დუმილი შეინარჩუნა, შემდეგ კი lrytas.lt-ის ჟურნალისტს სთხოვა, საერთოდ არ შეხებოდა ამ თემას.

„ეს პროვოკაციული კითხვებია, ნუღარ შევუდგებით მათ განხილვას. ბოლოს და ბოლოს, ახლა კულტურის სამინისტროზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა ლიეტუვის კულტური მინისტრმა.

ჟურნალისტი ცდილობდა მარტივი პასუხის მიღებას: რომელ მხარეს ეკუთვნის ყირიმი.

„არა, ნუ ვითამაშებთ ამ თამაშებს. ხედავთ, არსებობს ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ. სწორედ აქ უნდა გავჩერდეთ. ამ საკითხებზე“, – თქვა იგნოტას ადომავიჩუსმა.

ლიეტუვის მედიის თანახმად, მინისტრის ერთ-ერთი პირველი უცხოური ვიზიტი უკრაინაში იქნება. ადომავიჩუსი პარტია „ზარია ნემანას“ წევრია, რომელიც მმართველ კოალიციას შეუერთდა.

მსგავსი