ლიეტუვის ელჩი – რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალების ფონზე
საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ენგურის ხიდთან იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია დაგმო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა „ტვიტერის“ მიკრობლოგზე დაწერა.
„სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარეზე გადასვლისას მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალების ფონზე, როდესაც საქართველო, დღეს ეროვნული ერთობის დღეს აღნიშნავს“, – წერს ლიეტუვის ელჩი სოციალურ ქსელ, „ტვიტერში“.
Had a sad visit at Enguri Bridge crossing point marking the occupation line w/ Abkhazia. The unjust & aggresive nature of Russian occupation is especially felt in light of recent tragic death of citizens crossing this river & as #Georgia marks the Day of National Unity today pic.twitter.com/AOjfBWTu2j
— Andrius Kalindra (@a_kalindra) April 9, 2021