ლიეტუვის ელჩი - ახლა დროა, ყველამ გააანალიზოს ვითარება, გაერთიანებულია ძალისხმევა საქართველოს დასახმარებლად, ველოდებით, რომ ყველაფერი კომპრომისით გადაწყდება
ლიეტუვის ელჩი - ახლა დროა, ყველამ გააანალიზოს ვითარება, გაერთიანებულია ძალისხმევა საქართველოს დასახმარებლად, ველოდებით, რომ ყველაფერი კომპრომისით გადაწყდება

საქართველოში ლიეტუვის ელჩ ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ახლა დროა, ყველა მხარემ გააანალიზოს არსებული ვითარება.

მისივე თქმით, გაერთიანებულია ძალისხმევა საქართველოს დასახმარებლად და აქვთ მოლოდინი, რომ ყველაფერი კომპრომისით გადაწყდება.

„ახლა დროა, ყველამ გააანალიზოს სიტუაცია. ბევრი რამ ხდება შიგნით და გარეთ. აქვე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ იმაზე მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ასე რომ, ახლა არის გაერთიანებული ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი პრიორიტეტული ინტერესი, რადგან რეგიონში და ევროპაში ბევრი გამოწვევაა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველაფერი კომპრომისით გადაწყდება“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.