ლიეტუველი ევროპარლამენტარი - გადაჭარბებულად არ უნდა შეფასდეს ცნობა, რომ უნგრეთის ვეტოს გამო ევროკავშირმა, შესაძლოა, მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების გზაზე გახლიჩოს
ლიეტუველი ევროპარლამენტარი - გადაჭარბებულად არ უნდა შეფასდეს ცნობა, რომ უნგრეთის ვეტოს გამო ევროკავშირმა, შესაძლოა, მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების გზაზე გახლიჩოს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი აცხადებს, რომ გადაჭარბებულად არ უნდა შეფასდეს ის, რომ ევროკავშირმა უნგრეთის ვეტოს გამო, შესაძლოა, მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების გზაზე გახლიჩოს.

დაინიუს ჟალიმასმა ლიეტუვის მაგალითი გაიხსენა, რომ ბალტიის ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ევროკავშირმა გაწევრიანების მოლაპარაკებებზე მიიწვია, თუმცა ევროკავშირში სამივე ქვეყანა ერთდროულად გაწევრიანდა.

„თუ მოლდოვაზე მკითხავთ, ის ფაქტი, რომ მოლდოვამ მოლაპარაკებები თქვენზე ადრე დაიწყო, არ ნიშნავს, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უკრაინაზე ადრე გახდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა უკრაინელ ჟურნალისტთან საუბარში.

მისი თქმით, „მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყება ბევრს არაფერს ნიშნავს“.

დაინიუს ჟალიმასმა ასევე გაიხსენა, რომ ევროკავშირმა დიდი ხნის წინ დაიწყო მოლაპარაკებები თურქეთთან, თუმცა ქვეყანას რეალურად არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

„მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყება არ უნდა იყოს გადაჭარბებულად შეფასებული. დიახ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პროგრესს აჩვენებს, თუმცა შესაძლებელია მოლაპარაკებების დაწყება ერთ წელიწადში, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შენარჩუნებით, დამატებითი შეფერხებების გარეშე, როგორც ეს ლიეტუვის შემთხვევაში მოხდა“, – განაცხადა დაინიუს ჟალიმასმა.