ლიეტუველი დეპუტატი ირმა ინაშვილს - მოგიწევთ ბოკერიას შეყვარება, უნდა დარჩეთ მასთან ერთად, ვიდრე არ შეხვალთ ნატო-სა და ევროკავშირში
ლიეტუველი დეპუტატი ირმა ინაშვილს - მოგიწევთ ბოკერიას შეყვარება, უნდა დარჩეთ მასთან ერთად, ვიდრე არ შეხვალთ ნატო-სა და ევროკავშირში

ქალბატონო, ზუსტად არ ვიცი თქვენი სახელი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ბოკერია თქვენი საუკეთესო მეგობარია და თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება, – ასე მიმართა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ლიეტუველმა დეპუტატმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს.

„ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ ლიეტუვაში ვისწავლეთ. თქვენ შეგიძალიათ, იყოთ ძალიან განსხვავებული, გქონდეთ განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ამ ადამიანების დარწმუნება თქვენს სტრატეგიულ ეროვნულ მიზნებში, უნდა დარჩეთ ბოკერიასთან ერთად, ვიდრე არ შეხვალთ ნატო-სა და ევროკავშირში. შემდეგ უკვე შეგიძლიათ, ებრძოლოთ და აკეთოთ, რაც გსურთ, მაგრამ ნატო-ში შესვლამდე ისე არ მოიქცეთ, როგორც სულ ცოტა ხნის წინ მოიქეცით“, – მიმართა ლიეტუველმა დეპუტატმა ირმა ინაშვილს.

თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ხმაური იყო.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოიჩინეს უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისადმი, როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს არ მისცეს საშუალება, პანელზე სიტყვით გამოსულიყო„მოვედი, რადგან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვუთხრა, გიგა ბოკერია, რომელიც გუშინ სხვადასხვა იარლიყს გვაკერებდა, არის მწამებელი“.