ლიეტუველი დეპუტატი ემანუელის ზინგერისი – მხარს ვუჭერთ ქართველ დემოკრატებს მათ ბრძოლაში, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და ჩვენს ღირებულებებს
Saeimas Ārlietu komisijas un ELNET (The European Leadership Network) rīkots starptautisks forums “Autoritāro režīmu partnerība: Irānas un Krievijas sadarbība, tās ietekme uz Latviju, Baltijas valstīm un Izraēlu”
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ დემოკრატებს მათ ბრძოლაში, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და ჩვენს ღირებულებებს, – ამის შესახებ ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული ვალდებულება აქვთ, მხარი დაუჭირონ დემოკრატებს კონტინენტზე.
„ჩვენ გვაქვს ევროპული ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ დემოკრატებს ჩვენს კონტინენტზე, როგორც მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სანდუს მოლდოვაში. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ოპოზიციას ბელარუსში გუშინდელი გაყალბებული არჩევნების შემდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ დემოკრატებს მათ ბრძოლაში, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ემანუელის ზინგერისმა.