ლიეტუველი დეპუტატი ემანუელის ზინგერისი - ეუთო-ს გუნდში მყოფი კრიმინალები აქვეყნებენ ყალბ ანგარიშებს, სადაც წერია, რომ საქართველოში გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო
ეუთო-ს გუნდში მყოფი კრიმინალები აქვეყნებენ ყალბ ანგარიშებს, სადაც წერია, რომ საქართველოში გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა განაცხადა.
ზინგერისის თქმით, არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. ამასთან, აღნიშნა, რომ ლიეტუვა, რომელიც 2027 წელს იქნება ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, დადებითად განწყობილი არ იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ.
„ვინ არის პასუხისმგებელი იმ ანგარიშზე, სადაც წერია, რომ გასული წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, ვინ არიან ეს კრიმინალები? ეს კრიმინალები არიან ეუთო-ს გუნდში, სამწუხაროდ, ისინი ყალბ ანგარიშებს აქვეყნებენ. არჩევნები არ იყო სამართლიანი და არ იყო თავისუფალი. ლიეტუვა იქნება თავმჯდომარე 2027 წელს და ჩვენ არ ვიქნებით დადებითად განწყობილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ“, – განაცხადა ემანუელის ზინგერისმა.