ლიეტუვაში, თურქმენეთსა და იაპონიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება
ლიეტუვაში, თურქმენეთსა და იაპონიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

ლიეტუვაში, თურქმენეთსა და იაპონიაში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება. შესაბამისი განკარგულებები მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ორი ახალი ელჩის კანდიდატურა უკვე წარუდგინა.

პირველი აპრილიდან ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ლევან ღვაჩლიანი დაიკავებს. ის ხათუნა სალუქვაძეს შეცვლის, რომელიც ელჩის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.

15 თებერვლიდან თურქმენეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას მამუკა მურჯიკნელი დაიკავებს. ის გიორგი ყარალაშვილს შეცვლის, რომელიც თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს.

პირველი მარტიდან თანამდებობას დატოვებს საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე. თუმცა, მისი შემცვლელის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.