ლიეტუვაში, ნატო-ს წვრთნაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები ერთმანეთს შეეჯახნენ
ლიეტუვაში, ნატო-ს წვრთნაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები ერთმანეთს შეეჯახნენ

ლიეტუვაში, კაუნასისა და პრიენაის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ნატო-ს წვრთნაში მონაწილე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები ერთმანეთს შეეჯახნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 11:10 საათზე მოხდა, როდესაც ჯავშანტექნიკის კოლონა გადაადგილდებოდა.

წინასწარი მონაცემებით, გზაზე დაბრკოლების გამო, ერთ-ერთი ჯავშანტრანსპორტიორი მოულოდნელად გაჩერდა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

ინციდენტის შედეგად დაშავდა 13 სამხედრო, ყველა მათგანი აშშ-ის მოქალაქეა. მათგან სამმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, დანარჩენებმა კი მსუბუქი ტრავმები.

შემთხვევის ადგილზე სამხედრო პოლიცია მუშაობს.