ლიეტუვაში ძველ ავტომობილებზე უარის თქმის სანაცვლოდ, მოქალაქეებს შესაძლოა, ათასი ევრო გადაუხადონ
ლიეტუვაში ძველ ავტომობილებზე უარის თქმის სანაცვლოდ, მოქალაქეებს შესაძლოა, ათასი ევრო გადაუხადონ

ლიეტუვის გარემოს დაცვის მინისტრი კიასტუსის მაჟეიკა ინიციატივით გამოდის, ძველ ავტომობილზე უარის თქმის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ათასი ევრო გადაუხადონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „დელფი“ ავრცელებს.

მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხა ახალი ავტომობილის შეძენისთვის წამახალისებელი იქნება. მაჟეიკას განმარტებით, ამ ინიციატივის ამოქმედება გამონაბოლქვის შემცირების გეგმის დამტკიცების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, უარი თქვან ძველ ავტომობილებზე და ვფიქრობთ, რომ მოტივაციის მიმცემი თანხა შესაძლებელია, იყოს ათასი ევრო ძველ ავტომობილზე უარის თქმისა და ახალის შესაძენად“, – განაცხადა ლიეტუვის გარემოს დაცვის მინისტრმა.

ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცირების გეგმის ფარგლებში, მსგავსი ფინანსური წახალისებისთვის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამავე გეგმით, მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან ძველ ავტომობილებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ.

ფინანსურ დახმარებას ასევე მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან შეშის ღუმელებზე.