ლიეტუვაში არალეგალ მიგრანტებს აზიიდან და აფრიკიდან, ოფიციალური ვილნიუსი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების სანაცვლოდ 300 ევროს ოდენობის თანხას სთავაზობს 
ლიეტუვაში არალეგალ მიგრანტებს აზიიდან და აფრიკიდან, ოფიციალური ვილნიუსი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების სანაცვლოდ 300 ევროს ოდენობის თანხას სთავაზობს 

მედიის ინფორმაციით, ბელარუსის გავლით ლიეტუვაში შესულ არალეგალ მიგრანტებს აზიიდან და აფრიკიდან, ოფიციალური ვილნიუსი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნების სანაცვლოდ 300 ევროს ოდენობის სამოტივაციო თანხას სთავაზობს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის ეველინა გუდზინსკაიტეს განცხადებით, აღნიშნულ თანხას თითოეული დაინტერესებული ადამიანი უშუალოდ თვითმფრინავში ყოფნისას ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან 4 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი დააკავეს ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე, რაც 50-ჯერ მეტია, ვიდრე 2020 წლის განმავლობაში სრულად.