ლიეტუვაში აცხადებენ, რომ საჰაერო სივრცეში დრონად მიჩნეული ობიექტი, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ფრინველების გუნდი აღმოჩნდა

16:20, 13.09.2026

ლიეტუვის საჰაერო სივრცეში დრონის სავარაუდო დაფიქსირების შესახებ შეტყობინების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ნატო-მ კი ჰაერში, სულ მცირე, ერთი გამანადგურებელი გაუშვა, თუმცა დრონად მიჩნეული ობიექტი საბოლოოდ ფრინველების გუნდი აღმოჩნდა. მედიის ცნობით, ინფორმაცია ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

როგორც ლიეტუვაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც ნატო-ს გამანადგურებელმა ობიექტის ვიზუალური იდენტიფიცირება მოახდინა, საჰაერო განგაში მოიხსნა, ხოლო აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

„რადარის თავდაპირველი მონაცემებით, ფრინველებისა და დრონების მიერ დატოვებული ნიშნები, შესაძლოა, ერთმანეთის მსგავსი იყოს“, – ნათქვამია ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ავიაგამანადგურებელი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაიდან გამოიძახეს, სადაც ნატო-ს ბალტიისპირეთის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში ამჟამად იტალიის საჰაერო ძალების დანაყოფია განთავსებული.

მსგავსი