ლიეტუვასა და სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ლიეტუვასა და სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ლიეტუვასა და სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ლიეტუვაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 99 ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა კი ქვეყანაში 3 600-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება სლოვაკეთს, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 6 500-ზე მეტი შემთხვევა.