ლიეტუვას პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ზომების გამკაცრებას ითხოვს
ლიეტუვას პრეზიდენტი „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ზომების გამკაცრებას ითხოვს

ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ზომების გამკაცრებას ითხოვს.

აღნიშნულის თაობაზე განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, სიმონას კრეპშტამ გააკეთა.

„უფრო მკაცრი შეზღუდვებია საჭირო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ზომები დაუყონებლივ უნდა გამკაცრდეს. აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დაწესება, რადგან ეს მოგვცემს შესაძლებლობას, კომენდანტის საათი ავამოქმედოთ. ეს საკითხები აქტიურად განიხილება, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა თუ მდგომარეობა გაუარესდება, ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი იქნება“, –  განაცხადა სიმონას კრეპშტამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ის 2 219 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ინფიცირებული.