ლიეტუვას არჩეული პრეზიდენტი ნატო-ს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყოფისკენ მოუწოდებს
ლიეტუვას არჩეული პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიმართავს, გამოუყოს ლიეტუვას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ლიეტუვას არჩეული პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ თავდაცვითი საჰაერო სისტემები მნიშვნელოვანია და გვაქვს ამ მიმართულებით გაფართოების სურვილი“, – განაცხადა არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენელმა, აიტის ზაბარაუსკასმა.