ლიეტუვამ ბელარუსი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და ქვეყნის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
ლიეტუვამ ბელარუსი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და ქვეყნის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

ლიეტუვამ ბელარუსი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და ქვეყნის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

ლიეტუვის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 23 აგვისტოს ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია ბელარუსულმა ვერტმფრენმა „მი-24“-მა. მანამდე ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ლიეტუვის მხრიდან ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევის მცდელობა აღკვეთეს.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში საუბარია „ლიეტუვის ტერიტორიიდან გაშვებულ ზონდზე, რომელიც რვა საჰაერო ბურთისგან შედგებოდა და რომელზეც ანტისახელმწიფოებრივი სიმბოლიკა იყო აღბეჭდილი“.

დატოვე კომენტარი