ლიეტუვა ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლას ზღუდავს და ევროკავშირთან შიდა საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს

20:36, 14.03.2020

ლიეტუვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ზღუდავს და ევროკავშირთან შიდა საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს. ამის შესახებ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

შეზღუდვა დღეიდან შევა ძალაში და გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ლიეტუვაში ბინადრობის უფლება აქვთ.
მისი თქმით, დღეიდან ასევე დაწესდება კონტროლი ლიეტუვისა და პოლონეთის, ასევე ლიეტუვისა და ლატვიის საზღვრებზე.
ლიეტუვაში, ბოლო მოანცემებით, კორონავირუსის შვიდი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი