ლიეტუვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციის მოწოდებით გამოდის
ლიეტუვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციის მოწოდებით გამოდის

ლიეტუვა ბოლო კვირების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

„შეშფოთებულები ვართ ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო დაძაბულობის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას. მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის შეთანხმება მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, მოლაპარაკებების შედეგად უნდა მიღწეული. არსებულ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.