ლიეტუვა ქვეყნიდან ორ ბელარუს დიპლომატს აძევებს

16:23, 28.05.2021

ლიეტუვა ქვეყნიდან ორ ბელარუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებით, დიპლომატების საქმიანობა შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან.

„ამ გადაწყვეტილებით, ლიეტუვა ასევე სოლიდარობას უცხადებს ლატვიას, რომლის დიპლომატები და მინსკში მდებარე საელჩოს თანამშრომლები უსაფუძვლოდ გააძევეს ბელარუსიდან რამდენიმე დღის წინ“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

მსგავსი