ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან წვრთნებს ჩაატარებენ

23:20, 13.06.2026

ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან წვრთნებს ჩაატარებენ.

მედიის ცნობით, საერთაშორისო წვრთნები Gallant Boar 2026 16-26 ივნისს სუვალკის კორიდორთან ახლოს, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ჩატარდება.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო წვრთნების, Gallant Boar 2026-ის მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა, წვრთნები ქვეყნების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაზე იქნება ორიენტირებული.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ასევე დაიხვეწება ამ გეოგრაფიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიის სწრაფი და ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო უნარ-ჩვევები.

ცნობისთვის, სუვალკის კორიდორი ლიეტუვასა და პოლონეთს შორის სასაზღვრო მონაკვეთია, რომელიც, ამავდროულად, რუსეთისთვის თავის ანკლავთან, კალინიგრადის ოლქთან დამაკავშირებელ უმოკლეს სახმელეთო კორიდორს წარმოადგენს.

მსგავსი