ლიეტუვა კარანტინის შემსუბუქების მეორე ეტაპზე გადავიდა
ლიეტუვა კარანტინის შემსუბუქების მეორე ეტაპზე გადავიდა

ლიეტუვა კარანტინის შემსუბუქების მეორე ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 აპრილიდან ქვეყანაში მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცა ყველა სახის მაღაზიას, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში მდებარე მაღაზიებს. 27 აპრილიდან ასევე გაიხსნება ღია კაფეები და რესტორნები.

შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი ასევე ითვალისწინებს სილამაზის სალონების, სპორტული და კულტურული დაწესებულების გახსნას. თუმცა სპეციალური ნორმების დაცვა ყველა ჩამოთვლილ დაწესებულებაში სავალდებულოა. კერძოდ, სილამაზის სალონებმა, სპორტულმა და კულტურულმა დაწესებულებებმა, ზოოპარკებმა უნდა უზრუნველყონ თითო ვიზიტორზე 10 კვადრატული მეტრის ფართობი.

აკრძალვების შემსუბუქების პარალელურად, ლიეტუვის მთავრობამ კარანტინი 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ლიეტუვაში კორონავირუსის 1398 შემთხვევაა გამოვლენილი, 38 ადამიანი გარდაიცვალა.