ლიეტუვა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში აშშ-ს სამართლებრივ დახმარებას სთხოვს
ლიეტუვა ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში აშშ-ს სამართლებრივ დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, ნიდა გრუნსკენემ განაცხადა.
გრუნსკენეს თქმით, დახმარების თხოვნა ადამიანებით ვაჭრობის საქმის გამოძიებას უკავშირდება.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ლიეტუვა ამჟამად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც უკვე 20 პირი დაიკითხა.
„ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებში სამართლებრივი დახმარების თხოვნის გაგზავნისთვის“, – განაცხადა გრუნსკენემ.
ასევე, მან მოუწოდა პოტენციურ მსხვერპლებს ან პირებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ინფორმაცია, მიმართონ გამომძიებლებს.