ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარების ცნობებით, არავაქცინირებული ადამიანები „კოვიდ19“-ით საშუალოდ 16 თვეში ერთხელ ავადდებიან
ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარების ცნობებით, არავაქცინირებული ადამიანები „კოვიდ19“-ით საშუალოდ 16 თვეში ერთხელ ავადდებიან

დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტის მკვლევარების ცნობებით, არავაქცინირებული ადამიანები „კოვიდ19“-ით საშუალოდ 16 თვეში ერთხელ ავადდებიან, ხოლო რეინფიცირების საერთო პერიოდი სამი თვიდან ხუთ წლამდე მერყეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მცირდება, რამაც შეიძლება ხელახალი ინფიცირების შემთხვევები გამოიწვიოს. აქვე მოყვანილია დანიური კვლევა, რომლის მიხედვით, 65 წლამდე ასაკის პირები 80%-ით არიან დაცული ხელახალი ინფიცირებისგან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო 65 წელს გადაცილებული ადამიანები მხოლოდ 47%-ით.

დატოვე კომენტარი