ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან
ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ლიბიის საპატიმროში ორი წელი იყვნენ, სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან. გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე თბილისში 11:10 საათზე იქნებიან.

მეზღვაურები ლიბიაში 2017 წელს დააკავეს. მათ გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, ისინი წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმყოფებოდნენ.

„ლიბიის მხარემ ყველანაირი ვადა დაარღვია როგორც სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით, ასევე ბრალდების დამტკიცებაზე. ისინი წინასწარ პატიმრობაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმყოფებოდნენ. ასევე, მათ გაუვიდათ პატიმრობის ვადა და ამის მერეც პატიმრობაში იმყოფებოდნენ. სანქცია, რომელიც დაეკისრათ, დაახლოებით მილიონზე მეტი, საქართველოს მიერ უზრუნველყოფილი ადვოკატის აქტიურმა ქმედებებით განულდა. საქართველოს კოორდინირებული ქმედება რომ არა, მათი ჩამოყვანა შეუძლებელი იქნებოდა“,- განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ივანე აბაშიძემ.