ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული მეზღვაურები საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატებს ხვდებიან

12:31, 19.12.2019

ლიბიის საპატიმროდან გათავისუფლებული მეზღვაურები რომან კაკალაძე და გენო კომახიძე საგარეო საქმეთა მინისტრსა და იმ ქვეყნების ელჩებს ხვდებიან, რომლებიც მათი გათავისუფლების პროცესში იყვნენ ჩართული.

რომან კაკალაძე და გენო კომახიძე ლიბიაში 2017 წელს დააკავეს.

ისინი პატიმრობიდან 17 დეკემბერს გათავისუფლდნენ, სამშობლოში კი, დღეს დილით დაბრუნდნენ.

ქართველ მეზღვაურებს გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა, თუმცა მათ ყველა ბარლდება მოეხსნათ.

მსგავსი