ლიბიის სანაპიროსთან ნავის გადატრიალების შედეგად 90-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა
ლიბიის სანაპიროსთან ნავის გადატრიალების შედეგად 90-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან 90-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება, ნავზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ქალაქ ჰომსთან ახლოს გადატრიალდა, 120 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ქალები და ბავშვები. მეთევზეებმა 47 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

ამჟამად გარდაცვლილთა სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ამოყვანილია 31 დაღუპულის ცხედარი. მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

ამავე დღეს ლიბიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სურმანის სიახლოვეს კიდევ ერთი ნავი ჩაიძირა, რასაც 20 ადამიანის სიცოცხლეს შეეწირა. ინფორმაციას ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წელს აფრიკიდან ევროპაში მიმავალ გზაზე სულ მცირე 900 მიგრანტი დაიღუპა. კიდევ 11 ათასი კი ლიბიაში დააკავეს, სადაც მათი უფლებები სისტემურად ირღვევა.