ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 150-მდე მიგრანტი დაიღუპა
ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 150-მდე მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 150-მდე მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გაერო ავრცელებს.

გაერო-ს ლტოვილთა სააგენტოს მონაცემებით, ნავი ლიბიის დასავლეთით, ალ-ხომსის სანაპიროსთან ჩაიძირა. მიგრანტები სავარაუდოდ ხმელთაშუა ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე მიღწევას ცდილობდნენ.

ბორტზე მყოფი 140-მდე პირი მეთევზეებმა და ლიბიის სანაპირო დაცვის წევრებმა გადაარჩინეს. ამასთან, გაურკვეველია, რამდენი ნავით მგზავრობდნენ მიგრანტები.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს ხმელთაშუა ზღვაში 700 მიგრანტი დაიღუპა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 1425-ს შეადგენდა.