ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა – დაიღუპა 90 ადამიანი

16:35, 02.02.2018

ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა და 90 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულთა უმრავლესობა პაკისტანელი მიგრანტი იყო.

გაერო-ს მიგრაციის სააგენტოს ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მხოლოდ სამი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ლიბია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიგრანტებისთვის მთავარი სატრანზიტო ქვეყანაა, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ზღვით ცდილობენ.

გასულ წელს, ევროკავშირმა ლიბიის სანაპირო დაცვის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იტალიის მიმართულებით მიმავალი მიგრანტებისა და ლტოლვილების ნავების ნაკადების შემცირებას ითვლისწინებს.

მსგავსი