ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. დაიღუპა სულ მცირე 31 ადამიანი. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩავლას გეგმავდნენ. მაშველებმა წყლიდან 140 ადამიანის უვნებლად ამოყვანა შეძლეს. კიდევ 140 იძულებით გადაადგილებული პირი მეორე ნავში იმყოფებოდა. მაშველებმა მათი გადარჩენა შეძლეს. ისინი ტრიპოლიში გადაიყვანეს.

მიგრაციის საერთშორისო ორგანიზაციის ცნობით, 200-2017 წლებში ხმელთაშუა ზღვის გადაცურვის მცდელობისას 3000-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო.