ლიბიის სანაპიროსთან 20 ადამიანის ცხედარი გამოირიყა

12:01, 02.08.2019

ლიბიის სანაპიროსთან 20 ადამიანის ცხედარი გამოირიყა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მიგრანტები არიან, რომელთა ნავიც გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა.

შედეგად, ტრაგედიის მსხვერპლთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის დაკარგულად მიიჩნევა კიდევ 80-მდე ადამიანი.

ლიბიის სანაპირო დაცვამ და ადგილობრივმა მეთევზეებმა 134 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.

მსგავსი