ლიბიის სანაპიროსთან 120 მიგრანტი გადაარჩინეს
ლიბიის სანაპიროსთან 120 მიგრანტი გადაარჩინეს

ლიბიის სანაპიროსთან 120 მიგრანტი გადაარჩინეს. ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში ნავებზე ქალები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

სამაშველო ოპერაცია დედაქალაქ ტრიპოლიდან 60 კილომეტრში ჩატარდა, გადარჩენილი მიგრანტები კი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის დეპარტამენტს გადასცეს.

ლიბიის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში 16 000 უკანონო მიგრანტი გადაარჩინეს.

2011 წელს ლიბიაში დაწყებული არეულობის შემდეგ, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო უკანონო მიგრაციის ცენტრი გახდა. ლიბიაში ჩასული ადამიანები იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ.