ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 290 მიგრანტი გადაარჩინა

08:19, 24.05.2019

ლიბიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში  290 მიგრანტი გადაარჩინა. მიგრანტები გასაბერი ნავების საშუალებით აფრიკიდან ევროპის კონტინენტზე მოხვედრას ცდილობდნენ. ხომალდებმა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში არალეგალური მიგრაციის აღმოსაფხვრელად პატრულირებენ, 87 მათგანი ქარაბულისთან ახლოს, 203 კი ზლიტინის სიახლოვეს აღმოაჩინეს. მათ შორის შვიდი ქალი და ერთი ბავშვია.

გადარჩენილებს კვლავ ლიბიაში დააბრუნებენ.

მსგავსი