ლიბიის საკითხზე 19 იანვარს ბერლინში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას მაიკ პომპეოც დაესწრება
ლიბიის საკითხზე 19 იანვარს ბერლინში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას მაიკ პომპეოც დაესწრება

ბერლინში, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით 19 იანვარს დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ გენერალი ხალიფა ჰაფთარიც მზადაა, 19 იანვარს, ლიბიის საკითხთან დაკავშირებით ბერლინში დაგეგმილ საერთაშორისო ლიდერების შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს ლიბიის პრემიერ-მინისტრი ფაიზ სარაჯიც.