ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელი - ტრიპოლის მთავრობის ძალები საბრძოლო მოქმედებებს არ შეწყვეტენ, ვიდრე ხალიფა ჰაფთარის არმია ომამდე არსებულ პოზიციებს არ დაუბრუნდება
ტრიპოლის მთავრობის ძალები საბრძოლო მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ხალიფა ჰაფთარის არმია ომამდე არსებულ პოზიციებს არ დაუბრუნდება, – ამის შესახებ ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელმა, ფაიეზ ალ-სარიჯმა განაცხადა.
სარაჯის თქმით, „ეროვნული ერთობის მთავრობის“ ძალებს ქვეყნის და დედაქალაქის დაცვის კანონიერი უფლება აქვს და კანონის მიხედვით, საბრძოლო მოქმედებები აგრესორმა უნდა შეწყვიტოს.
ტრიპოლის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ლიბიაში ომი ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის არმიის დამარცხების შემდეგ დასრულდება. ფაიეზ ალ-სარაჯმა ასევე აღნიშნა, რომ ლიბიის მოსახლეობას კრიზისიდან გამოსვლა სურს და პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდეს.