ლიბიის მიგრანტების არალეგალური ბანაკიდან 100-ზე მეტი ადამიანი გაიქცა
ლიბიის მიგრანტების არალეგალური ბანაკიდან 100-ზე მეტი ადამიანი გაიქცა

ლიბიაში, მიგრანტთა არალეგალური ბანაკიდან 100-ზე მეტი ადამიანი გაიქცა. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, გაქცევის დროს, 15 ლტოლვილი მოკლეს, 25 კი დაიჭრა. მიგრანტების ცნობით, ბანაკში მათ არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

გაქცეულები ძირითადად ეთიოპიის, ერითრეის და სომალის მოქალაქეები არიან.

მათი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიფარეს. ორგანიზაცია  „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს ცნობით, ბევრი ლტოლვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ წამები კვალი დაუდგინეს.

ბანაკი საიდანაც მიგრანტები გაიქცნენ, ქალაქ ბენ-ვალილდთან ახლოს მდებარეობს. აღნიშნული ქალაქის გავლით ლტოლვილები ევროპაში ჩასვლას ცდილობენ. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ისინი ადამიანის ტრეფიკინგში ჩართული ბოროტმოქმედების მიერ მოწყობილ ბანაკებში ხვდებიან.