ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით, დღეს ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით, დღეს ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით დღეს ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას არაერთი სახელმწიფო ლიდერი დაესწრება, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელიც ბერლინში უკვე ჩავიდა. ასევე თურქეთის, რუსეთისა და ეგვიპტის პრეზიდენტები.

კონფერენციაზე მიწვეული არიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ლიბიის კონფლიქტის ორივე დაპირისპირებული მხარე.

კონფერენციის გამო, ბერლინში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ღონისძიებას 800-მდე ჟურნალისტი გააშუქებს.

აღსანიშნავია, რომ ბერლინის საერთაშორისო კონფერენციას წინ უღძოდა რუსეთში გამართული მოლაპარაკებები, სადაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.