ლიბიის კონფლიქტის მხარეები 10 დეკემბერს არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ
ლიბიის კონფლიქტის მხარეები 10 დეკემბერს არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ლიბიის კონფლიქტის მხარეები 10 დეკემბერს არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, არა უგვიანეს 16 სექტემბრისა, არჩევნების ჩასატარებლად საკონსტიტუციო ბაზა უნდა მომზადდეს.

პარიზში ლიბიის კრიზისის დარეგულირების მიზნით, საერთაშორისო კონფერენცია  მიმდინარეობს. გაეროს ეგიდით გამართულ ფორუმში მონაწილეობას იღებენ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელმძღვანელი, ფაეზ სარაჯი და მარშალი ხალიფა ჰაფთარი, რომელიც ლიბიის აღმოსავლეთს აკონტროლებს.

ლიბიაში ამჟამად ორხელისუფლებიანობაა. აღმოსავლეთში განთავსებულია 2014 წელს არჩეული პარლამენტი, დასავლეთს კი- გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ფორმირებული.

აღმოსავლეთის ხელისუფლება მარშალ ჰაფთარის არმიასთან თანამშრომლობს.