ლიბიის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოსთან სროლების შედეგად ხანძარი გაჩნდა
ლიბიის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოსთან სროლების შედეგად ხანძარი გაჩნდა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში აშშ-ის საელჩოსთან სროლების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობის სიახლოვეს შეიარაღებული დაპირისპირება ორ სამხედრო დაჯგუფებას შორის მიმდინარეობდა.

ტრიპოლიში შეიარაღებული დაპირისპირება 26 აგვისტოს დაიწყო. ერთმანეთს ქალაქ ტარჰუანას მცხოვრებლებისგან დაკომპლექტებული ე.წ. „მეშვიდე ქვეითი ბრიგადა“ და ე.წ. „ტრიპოლის რევოლუციონერების“ ბატალიონი ებრძვის. დაპირისპირებას ამ დრომდე 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.