ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ჟენევაში გაფორმდა.

ლიბიის საკითხებში გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტეფანი ტურკოს ვილიამსის განცხადებით, მეომარი მხარეების შეთანხმება ქვეყნის ყველა მხარეში მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

„დღეს კარგი დღეა ლიბიელი ხალხისთვის“, – განაცხადა ვილიამსმა პრესკონფერენციაზე.

ხელშეკრულების თანახმად, დაქირავებული მებრძოლები და უცხოელი მებრძოლები ლიბიას სამი თვის ვადაში დატოვებენ.

გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობისა და აღმოსავლეთ ლიბიაში ბაზირებული ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის წარმომადგენლები პოლიტიკურ დისკუსიებს ნოემბერში გამართავენ.