ლიბიის არმიამ ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მებრძოლების ათი ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა
ლიბიის არმიამ ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მებრძოლების ათი ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა

ლიბიის არმიამ ამბოხებული გენერლის, ხალიფა ჰაფთარის მებრძოლების ათი ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ​გაერო-სგან აღიარებულმა მთავრობის სამხედრო დანაყოფებმა, რომლებიც ტრიპოლიში არიან ბაზირებული ასევე ოპერაცია განახორციელეს დედაქალაქის სამხრეთით, ქარიზმას და აჰია ალ-ბარიას რეგიონებზე.

ლიბიის სამთავრობო არმიის მიერ სტრატეგიული მნიშვნელობის ალ-ვატიას საჰაერო ბაზის დაკავების შემდეგ, ხალიფა ჰაფთარის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ლიბიის არმიამ ქალაქ ტარხუნას ალყა შემოარტყა, რომელსაც ჰაფთარის მებრძოლები სამხედრო და მომარაგების ბაზად იყენებენ. მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაქირავებულმა მებრძოლებმა ტრიპოლის ფრონტებიდან უკან დაიხიეს.

ლიბიის მთავრობას თურქეთი უჭერს მხარს, ამბოხებულ გენერალს კი, ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების, ასევე რუსეთის მხარდაჭერა აქვს.