ლიბიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ლიბიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა.
Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე დიპლომატიური უწყება იყო.
როგორც ცნობილია, რამდენიმე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მძლავრი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდასხმა სამმა რადიკალმა განახორციელა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მათგანის ლიკვიდაცია მოახდინეს. ის მის ხელთ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებას აპირებდა.