ლიბიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ლიბიაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ლიბიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა.

Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე დედაქალაქ ტრიპოლიში მდებარე დიპლომატიური უწყება იყო.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც მძლავრი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ თავდასხმა სამმა რადიკალმა განახორციელა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მათგანის ლიკვიდაცია მოახდინეს. ის მის ხელთ არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებას აპირებდა.