ლიბიაში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა
ლიბიაში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა

ლიბიაში სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სხეულის დაზიანება 1228 ადამიანმა მიიღო.

ტრიპოლიში განთავსებული მთავრობა ამბოხებულ გენერალ, ხალიფა ჰაფთართან მოლაპარაკებებს გამორიცხავს და გაერო-ს ფაქტების დამდგენი მისიის დაწყებას ითხოვს. გენერალმა ხაფთარმა თავის არმიას ლიბიის დედაქალაქზე შეტევის დაწყება 4 აპრილს უბრძანა და ტრიპოლის სამხრეთით ქალაქები, გარიანი და სურმანი დაიკავა.

გაერო-ს და ევროკავშირისგან აღიარებულ ტრიპოლის მთავრობას, ხალიფა ჰაფთარი ტერორისტებს უწოდებს და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.​

დატოვე კომენტარი