ლიბიაში მიგრანტების დაკავების ცენტრზე ავიაიერიშის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა
ლიბიაში მიგრანტების დაკავების ცენტრზე ავიაიერიშის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა

ლიბიაში მიგრანტების დაკავების ცენტრზე ავიაიერიშის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა, 80 კი, დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

საჰაერო თავდასხმა დედაქალაქ ტრიპოლიში განხორციელდა. როგორც ცნობილია, აფრიკელი მიგრანტებისთვის განკუთვნილი ცენტრი სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს. საერთაშორისო საზოგადოების მიერ კონტროლირებადი ხელისუფლება მომხდარში პასუხისმგებლობას მათ წინააღმდეგ მებრძოლ გენერალ ხალიფა ჰაფთარს აკისრებს.

ლიბია აფრიკელი მიგრანტებისთვის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ხვდებიან ევროპის ქვეყნებში. ლიბიაში მიგრანტთა დაკავების ცენტრებში ამჟამად ათასობით ადამიანი იმყოფება.

გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა დედაქალაქ ტრიპოლის დასაკავებლად ოპერაციის დაწყების შესახებ სამი თვის წინ განაცხადა. ტრიპოლიში ამ დროს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მთავრობა იმყოფებოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, სამთვიან დაპირისპირებებს 740 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი ათასზე მეტი კი დაშავდა.

დატოვე კომენტარი