ლიბიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რამდენიმე ქალაქში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დაწესდა

19:26, 30.07.2020

„გარდიანის“ ინფორმაციით, საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში მკაცრი კარანტინის რეჟიმი დააწესა.

ლიბიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა მიმდინარე თვეში საგრძნობად გაიზარდა და ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 3 222 შემთხვევა ფიქსირდება.

„გარდიანი“ წერს, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელების მთავარი კერები ტრიპოლი, მისრათა და საბჰაა.

ამ ქალაქებში დაწესებული მკაცრი კარანტინი სულ მცირე ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება, აიკრძალება ყველა არააუცილებელი აქტივობა და შეიზღუდება გადაადგილება. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოცხადდება.

მსგავსი